ადგილობრივი უწყებების ცნობით, იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ისრაელის სამედიცინო სამსახურის ცნობით, 7 პირის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ინფორმაციით, ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი სამოქალაქო ავტობუსის მგზავრების მიმართულებით გახსნა.

სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ თავდამსხმელები, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები იყვნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილზე ჯარისკაცმა და შეიარაღებულმა ახალგაზრდა მოქალაქემ მოკლეს.

ტერაქტს ჰამასი განცხადებით გამოეხმაურა და მას "გმირული ოპერაცია" უწოდა.