რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იქნება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
"თავისუფალი არჩევნები გულისხმობს პლურალიზმს, კანდიდატებს, ღია დისკუსიასა და თავისუფალ და დამოუკიდებელ პრესას, რაც არ არის რუსეთში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო „არჩევნები“ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილებში - უკანონოა და არ ექნება სამართლებრივი შედეგები.
"უკრაინის მილიონობით მოქალაქის იძულება, რომლებიც ცხოვრობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. „არჩევნებში“ მონაწილეობის მისაღებად, ასევე უკანონოა", - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ გააგზავნონ საერთაშორისო დამკვირვებლები მორიგ ფარსში მონაწილეობის მისაღებად, კერძოდ, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და თავი შეიკავონ ამ „არჩევნების“ შედეგების აღიარებისგან.