ისრაელის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა.
ერისადმი მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დღევანდელ მოვლენების მსგავსი „ისრაელში აქამდე არასდროს მინახავ" და პირობას დადო, რომ „ეს აღარასოდეს განმეორდება“.
ნეთანაჰუ მიმართვაში ამბობს, რომ „ჰამასმა" წამოიწყო „სასტიკი ომი", და მისი სამიზნე იყო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალგაზრდები და მოხუცები.
„ეს არის მტერი, რომელიც იტაცებს მოხუცებს, ბავშვებს, ახალგაზრდა გოგოებს“, მტერი „რომელიც კლავს და ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს ბავშვებს" და საპასუხოდ, ისრაელი ყველგან თავს დაესხმება ჰამასს, აქცევს ადგილებს, სადაც ის იმალება და საიდანაც მოქმედებს, „ნანგრევების ქალაქებად".
ნეთანიაჰუმ გაზას სექტორის მცხოვრებლებს საცხოვრებელი ადგილების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
„დაუყოვნებლივ წადით, რადგან ჩვენ ყველგან და მთელი ძალით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
ისრაელის პრესის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადაასცდა.