ჰამასის სახალხო დიპლომატიის ოფისმა ომის შედეგად დაღუპულთა მონაცემები განაახლა. მათ თქმით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 14 532 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ The Times of Israel წერს.
ეს რიცხვები დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის და ვარაუდობენ, მოიცავს პალესტინელ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ტერორისტული ჯგუფების მიერ გაშვებული რაკეტებით დაიღუპნენ.
ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ 47 დღის განმავლობაში 35 000 პალესტინელი დაიჭრა და 7 000 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და შესაძლოა ნანგრევებში იყოს.