გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა ეგვიპტის და მავრიტანიის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
გაეროს რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ 193 წევრი ქვეყნიდან 153-მა დაუჭირა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ავსტრიამ, აშშ-მა, გვატემალამ, ისრაელმა, ლიბერიამ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პაპუა ახალმა-გვინეამ, პარაგვაიმ და ჩეხეთმა.
კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს არგენტინამ, ბულგარეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, ეკვატორულმა გვინეამ, იტალიამ, კაბო-ვერდემ, კამერუნმა, ლიეტუვამ, მალავიმ, მარშალის კუნძულებმა, ნიდერლანდებმა, პალაუმ, პანამამ, რუმინეთმა, სამხრეთ სუდანმა, საქართველომ, სლოვაკეთმა, ტოგომ, ტონგამ, უკრაინამ, უნგრეთმა და ურუგვაიმ.
ხმის მიცემის დროს პოზიციიის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს ბურკინა-ფასომ, ესვატინმა, ვენესუელამ, თურქმენეთმა, კირიბატმა, სან-ტომე და პრინსსიპმა და ჰაიტმა.
რეზოლუციას, რომელსაც არ აქვს სავალდებულო ხასიათი, იმის გამო, რომ მასში არაა ნახსენები და დაგმობილი „ჰამასი", ისრაელის წარმომადგენელმა „თვალთმაქცური" უწოდა.