სულ მცირე 30 პალესტინელი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ისრაელის თავდასხმის დროს ღაზის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალაჰში მდებარე სკოლაზე. ამის შესახებ განაცხადეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
თავის მხრივ ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმა მიაყენეს "ჰამასის სამეთაურო ცენტრს ხადიჯას სკოლის კომპლექსში ცენტრალურ ღაზაში".
განცხადებაში ნათქვამია, რომ სკოლა გამოიყენებოდა ისრაელის ძალებზე დარტყმების განსახორციელებლად და იარაღის შესანახად, ასევე განცხადების თანახმად, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე წინასწარ იყო გაფრთხილებული თავდასხმის შესახებ.
დეირ ალ-ბალჰის ალ-აქსას ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაჭრილი პალესტინელები გადაიყვანეს. დაჭრილთა ნაწილი კლინიკაში ფეხით მივიდა.