ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 700-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მედია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილია 9 600 ადამიანი. შენობების ნანგრევებში მოყოლილი 1000-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე შენობების ნანგრევებში რჩება.
შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს მოხდა და პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმა დაიწყო.