ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა.
ჯეიკ სელივანის თქმით, ამის შესახებ მას ისრაელელმა კოლეგებმა აცნობეს.
ღაზას სექტორს წყლის მიწოდება შეუწყდა ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის ბლოკადის გამო შაბათ-კვირას ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.