ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1055-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადა ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს.
მათივე განცხადებით, დაშავებულია 5184 ადამიანი.
ისრაელის არმიის ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმას სულ მცირე 1200 ადამიანი ემსხვერპლა და 2800 დაშავდა.