გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ხუთშაბათს, 12 ივნისს ჩავიდა. იუწყება სააგენტო dpa.
ვიზიტის დროს ის უკრაინის ლიდერებთან ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე დამატებითი სამხედრო დახმარების განხილვას გეგმავს.
ვიზიტის წინ პისტორიუსმა განაცხადა: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მან შეძლოს თავის დაცვა და აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომლიდ დროსაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა პისტორიუსმა.