გერმანიის პარლამენტი ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობას კანცლერ ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით ნდობას 6 მაისს გამოუცხადებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თუ მერცს 6 მაისს კანცლერის თანამდებობაზე დაამტკიცებენ, სავარაუდოდ, ახალი მთავრობა ფიცს იმავე დღეს დადებს და მუშაობას შეუდგება.
ნდობის გამოცხადებამდე "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა", "ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა" და "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" კოალიციურ შეთანხმებას უნდა უყარონ კენჭი.