გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება. 

"არ ვიცით, ექნება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს გამბედაობა, რომ მსგავს სამიტს დაესწროს. მაშასადამე, მისი დარწმუნებაა საჭირო," აღნიშნა მან. 

რეპორტიორებს მერცმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს "ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდა, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა ორი კვირის განმავლობაში გაიმართება."

გერმანიის კანცლერის თქმით, ტრამპმა პუტინი სამმხრივ შეხვედრაზეც მიიწვია, რათა მოლაპარაკებები "რეალურად დაიწყოს." მერცის თქმით, ტრამპზე შთაბეჭდილება იქონია ევროპელი ლიდერების საერთო პოზიციამ. მან დაამატა, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დაეთმობა. 

"სრულად ცხადია, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა," თქვა მერცმა და პრეზიდენტი ტრამპი შეაქო განაცხადისთვის, რომ აშშ მზადაა, ევროპას ამ კუთხით დახმარება გაუწიოს.