გერმანია მზად არის აშშ-სგან პატრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს და შემდეგ ის უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რომში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. 

"ამ საკითხზე საუბრები მაქვს აშშ-ის მთავრობასთან და პრეზიდენტ ტრამპთან. მზად ვართ აშშ-სგან დამატებითი Patriot-ის სისტემები შევისყიდოთ და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ", - განაცხადა მერცმა.

მერცის თქმით, მან ეს საკითხი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გასულ კვირას განიხილა, თუმცა განმარტა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. 

"ამერიკელებს თავად სჭირდებათ ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ", - აღნიშნა მერცმა.