ამის შესახებ ფრანგული პრესა eBay-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
შორეული ნათესავის უგემოვნო თუ არასასურველი საჩუქრის მოშორების მიზნით, გადაყიდვის საიტებზე, როგორც წესი, ასობით ათასი სარეკლამო განცხადება ქვეყნდება. ფრანგული პრესა, eBay-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხშაბათ დილისთვის პლატფორმაზე ფრანგების მიერ საშობაო საჩუქრის გადაყიდვის შესახებ 340 ათასი განცხადება იყო დაფიქსირებული.
პლატფორმა ამჟამინდელ, აგრეთვე წინა წლების მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ 25-26 დეკემბერს საშობაოდ მიღებული საჩუქრების გადაყიდვის შესახებ სარეკლამო განცხადებათა რაოდენობა 600 ათას მიაღწევს, 3 იანვრისთვის კი დაახლოებით 3 მილიონს.
2023 წელს საჩუქრების გადაყიდვამ თითოეულ გადამყიდველს საშუალება მისცა მიეღო საშუალოდ 100 ევრო. წელს ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს. Ipsos-ის მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევაზე მითითებით პლატფორმა მიუთითებს, რომ წელს 10-დან 4 ფრანგი მზად იქნება გადაყიდოს საშობაო საჩუქარი.