ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ცერემონია NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
"კარგი დღე ფინეთისა და NATO-სთვის“, – ასეა შეაფასა ალიანსში ფინეთის გაწევრიანება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია, მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს“.
ფინეთმა NATO-ში ინტეგრირება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, ალიანსში გაწევრიანება კი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის დასასრულს გულისხმობს.