ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ ევროკავშირი არ დააკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასამოქმედებლად, ფედერაციის მთავარ სასოფლო-სამეურნეო ბანკზე შეზღუდვების გაუქმების შესახებ .
ბრიუსელში აცხადებენ, რომ უკრაინიდან რუსული ჯარების "უპირობო გაყვანამდე" სანქცია ძალაში დარჩება
"უკრაინაში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესწორების ან მოხსნისთვის. ევროკავშირის მთავარი აქცენტი რჩება რუსეთზე ზეწოლის მაქსიმალურად გაზრდაზე, ყველა არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით, სანქციების ჩათვლით, რათა შეამციროს რუსეთის უნარი, აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ ომი", - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი.
შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა დაეხმარება რუსეთს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენაში.