პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა.

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის დროით  საათისთვის 32 143 საარჩევნო უბნიდან 32 081 უბნის (99,80%) მონაცემები ატვირთა.

არსებული მონაცემების თანახმად, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ მიიღო 10 580 062 ხმა (50,94%), ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, პროევროპელმა ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი 10 191 399 ხმა (49,06%).

42 წლის კაროლ ნავროცკი პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი ნატოსთან და აშშ-თან ურთიერთობის განმტკიცების მომხრე ევროსკეპტიკოსია.