მუტაცია აზიანებს TP53 გენს და იწვევს Li-Fraumeni-ის სინდრომს, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში კიბოს განვითარების რისკს 90%-მდე ზრდის.

მედიის ცნობით, უკვე რამდენიმე ბავშვი დაავადდა, ნაწილი კი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დონორმა 2005–2022 წლებში ათასობით ნიმუში გადასცა კლინიკებს, რის შედეგადაც 14 ქვეყანაში 197-ზე მეტი ბავშვი დაიბადა - ზოგ ქვეყანაში კი სპერმის გამოყენების ლიმიტი დაირღვა.

ექსპერტები ახლა მსჯელობენ, უნდა დაწესდეს თუ არა მკაცრი გლობალური ლიმიტები თითო დონორზე, რადგან ერთ დონორზე დამოკიდებულების ზრდა იწვევს როგორც გენეტიკური რისკების, ისე ასობით ნახევარ-და-ძმას შორის სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების ალბათობას.