ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა შედგა.
ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 175-მა ევროპარლამენტარმა, 360-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.
უნდობლობის გამოსაცხადებლად დამსწრე ევროპარლამენტარების ორი მესამედის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ფონ დერ ლაიენს, რომელიც კენჭისყრის დროს პარლამენტში არ იმყოფებოდა, ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა, კენჭისყრამ უდავოდ შეასუსტა მისი პოზიცია და ეჭვქვეშ დააყენა მისი პროგრამის მხარდაჭერა პარლამენტში.