სოციალური მედიის გიგანტმა Twitter-მა კომპანიის ლოგო ლურჯი ჩიტი X-ით ჩაანაცვლა.
"მალე ჩვენ დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ფრინველს“, - დაწერა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Twitter-ის პირად გვერდზე.
მან საკუთარ პროფილზე განათავსა კომპანიის სათავო ოფისის ფოტო, რომლის შენობაც ახალი ლოგოთია განათებული.