მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განგრძობადი რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება საქართველოში მიუღებელია.
ესტონეთი, როგორც "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე ქვეყანა, მოგიწოდებთ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში", - ნათქვამია განცხადებაში.
The continued repression against peaceful protesters including arrests of journalists & activists in #Georgia is unacceptable.#Estonia as the co-chair of @MediaFreedomC calls on the immediate release of all journalists who have been unjustly detained in Batumi & Tbilisi.
— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) January 14, 2025