ესტონეთი უკრაინას 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, კაია კალასმა ხუთშაბათს გააკეთა.
დახმარების პაკეტი მოიცავს ათეულობით "ჰაუბიცას", ასზე მეტ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საარტილერიო დამხმარე აღჭურვილობას, ყუმბარმტყორცნებს და სხვა საბრძოლო მასალას.
"რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აქვს ფასი - ფასს ჩვენ ვიხდით ევროში, მაგრამ უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით", - თქვა კალასმა.
უახლესი დახმარების პაკეტით, ესტონეთის უკრაინისადმი ჯამური სამხედრო დახმარება გაიზრდება 370 მილიონ ევრომდე. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაგალითის მიცემა და სხვა მოკავშირეების მოტივირება.