ამის შესახებ ინფორმაციას სომხური პრესა ავრცელებს.

ერევანში, სომხეთის პარლამენტის სხდომის პარალელურად საპროტესტო მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხმოვან-მანათობელი ბომბები გამოიყენა.

ბაგრამიანის გამზირზე არსებული ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პრესის ცნობით, პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტებს იყენებდა. პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გამო 60-მდე მოქალაქე დააპატიმრეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების და პოლიციის მიერ აღმართული კედლის გარღვევის მცდელობის პარალელურად მომიტინგეებმა პოლიციის მიმართულებით ბოთლების სროლა დაიწყეს.

პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ყუმბარების გამოყენების შემდეგ პოლიციის მიერ აღმართულ კედელზე შეტევა შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები არ დაშლილან და განაგრძობდნენ სკანდირებას: „ნიკოლ მოღალატე, ნიკოლ მოღალატე!"  


პოლიციამ მიერ ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენების შემდეგ ეროვნული ასამბლეის სპიკერმა დეპუტატებს კითხვების გაწვევა და სხდომის გადადება შესთავაზა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა და შემდეგ დეპუტატთა კი თხვებს პასუხობდა, პარლამენტის შენობა დატოვა.