საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 26 მარტს ელისეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა საფრანგეთისთვის პრიორიტეტად რჩება", – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 მარტს "მსურველების კოალიციის" სამიტია დაგეგმილი, რომლის მონაწილეებიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ.