ეკვადორის სამხრეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 381 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, ეპიცენტრი ქალაქი ბალაო იყო.
მიწისძვრას მოჰყვა ნგრევაც - განადგურდა სულ მცირე 44 სახლი.