პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, უკრაინა "გაყინულ ომად" იქცეს. ამის შესახებ მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მოუწოდა „მამაც ლიდერებს, წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას".
"უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომი უნდა დასრულდეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინა "გაყინულ ომად" არ უნდა იქცეს", – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, "პოლონეთი ჩართულია ინიციატივებში, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევისთვის".
მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.