დონეცკის ოლქზე რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაშავდა.

"6 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქის 7 მცხოვრები მოკლეს: 4 კონსტანტინოვკაში, 2 დრუჟკოვკაში და 1 ნოვოგრიგორიევკაში. რეგიონში კიდევ 15 ადამიანი დაშავდა 24 საათის განმავლობაში," - განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დონეცკის რეგიონში რუსეთის ძალების თავდასხმების შედეგად სულ მცირე 3 321 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე 7470 დაშავდა.