პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება.
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
შეგახსენებთ, უნგრეთში დასასრულს მიუახლოვდა საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი
ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 98,74%-ის დათვლის შემდეგ „ტისას“ მიღებული აქვს ამომრჩეველთა ხმების 53,41% (45 დეპუტატი), „ფიდესს“ - 38,03% (42 დეპუტატი), პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 5,90% (6 დეპუტატი).
Hungary 🇭🇺 Poland 🇵🇱 Europe 🇪🇺
— Donald Tusk (@donaldtusk) April 12, 2026
Back together! Glorious victory, dear friends! Ruszkik haza!








