პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებას და ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ შექმნის ფაქტს ეხმიანება.
„მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ. აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ ევროპაში ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან. ისინი ევროპარლამენტში ერთმანეთის რიგებში ერთიანდებიან. პოლონეთში ეს ტალღა ბოლო მომენტში შევაბრუნეთ. მოდით, ამას ფუჭად ნუ დავკარგავთ“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.