პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, რომ საბოლოოდ გადადგას ნაბიჯი უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტის დასამტკიცებლად და ურჩია, ნახოს ოდესაზე რუსეთის დარტყმის შედეგები. ტუსკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ, კიდევ რამდენი არგუმენტი გჭირდებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ?“ - წერს ტუსკი.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების განბლოკვას, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით - ისე, რომ ეს იქნებოდა წარმომადგენელთა პალატის პროექტი და დახმარება კრედიტის ან ლენდლიზის სახით.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარება კვლავ ცალკე პროექტებად იქნება გაყოფილი.