აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი სამსახურიდან დაითხოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მარტინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა სამმართველომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.

პოლ მარტინს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების შესახებ ელექტრონული ფოსტით აცნობეს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, დოკუმენტში ასევე აღწერილია გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გადაწყვეტილებასთან დახმარების შეჩერების საკითხზე, რის შედეგადაც, "489 მილიონ დოლარზე მეტი საკვების დახმარება პორტებში, ტრანზიტსა და საწყობებში, ზიანის მიყენების და გადამისამართების საფრთხის წინაშეა".