ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სასამართლო დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

რამდენიმე საათის წინ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში  მივიდა, სადაც ის დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას cnn.com ავრცელებს.

ის ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალს სისხლის სამართლის დანაშაულზე წაუყენებენ.

ტრამპმა წარდგენილი 34 პუნქტიდან, არცერთი ბრალდება არ აღიარა. 


 დაკავებამდე ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა: „როგორი სურეალისტურია - ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“