აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE-ის) აგენტმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ "რადიკალური მემარცხენეები" ყოველდღიურად ავიწროებენ ამერიკელ სამართალდამცავ ორგანოებსა და ICE აგენტებს.

სროლის ვიდეოს ნახვის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლული ქალი "ძალიან არასტაბილურად იქცეოდა, ხელს უშლიდა, წინააღმდეგობას უწევდა და შემდეგ ძალადობრივად, განზრახ და სასტიკად გადაუარა ICE-ის ოფიცერს".

"ახლახან ვნახე მინეაპოლისში, მინესოტაში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამის ყურება საშინელებაა. ქალი, რომელიც ყვიროდა, აშკარად პროფესიონალი აგიტატორი იყო, ხოლო ქალი, რომელიც მანქანას მართავდა, უწესრიგოდ მოქმედებდა, ხელს უშლიდა და ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ კი განზრახ, ძალადობრივად და სასტიკად გადაუარა ICE-ის ოფიცერს, რომელმაც, როგორც ჩანს, მას თავდაცვის მიზნით ესროლა.

თანდართული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ცოცხალია, მაგრამ ახლა საავადმყოფოში გამოჯანმრთელებას ცდილობს. ვითარება სრულყოფილად შესწავლის პროცესშია. ამ ინციდენტების მიზეზი ის არის, რომ რადიკალური მემარცხენეები ყოველდღიურად ემუქრებიან და თავს ესხმიან ჩვენს სამართალდამცველებსა და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს. ისინი ცდილობენ, თავიანთი საქმე აკეთონ – ამერიკა უსაფრთხო გახადონ", – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ქალაქ მინეაპოლისში აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცერმა, დაკავების ოპერაციის დროს, 37 წლის ქალი მოკლა