ამის შესახებ დონალდ ტრამპი განცხადებას თავის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ხელს აწერს აღმასრულებელ ბრძანებას Tik Tok-ის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირების ვადის 75 დღით გახანგრძლივების შესახებ, რათა მის ადმინისტრაციას მეტი დრო მისცეს სოციალური მედიაპლატფორმის შტატების კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის.

ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ ძალიან იმუშავა Tik Tok-თან დაკავშირებით გარიგებაზე და მიაღწია უზარმაზარ პროგრესს, თუმცა საჭიროა კიდევ ბევრი შრომა, რათა მეტ შრომას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა საჭირო ნებართვის ხელმოწერა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ კეთილსინდისიერად თანამშრომლობას ჩინეთთან, რომელიც, როგორც ვხვდები, უკმაყოფილოა ჩვენი საპასუხო ტარიფებით (აუცილებლით სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობისთვის ჩინეთსა და აშშ-ს შორის!). ეს ადასტურებს, რომ ტარიფები ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ინსტრუმენტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის! ჩვენ არ გვინდა Tik Tok-ი „ბნელში მოექცეს“. ჩვენ მოუთმენლად ველით TikTok-თან და ჩინეთთან მუშაობას გარიგების დასასრულებლად“ - წერს დონალდ ტრამპი.