თბილისის მერია გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის კვლევა-გამოცდის გეგმურ სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 19 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, 02:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც ტრამპი წერს, ირანს კარგი საჰაერო სათვალთვალო რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა და საკმაოდ ბევრი, მაგრამ ეს ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, ჩაფიქრებულ და წარმოებულ „ნივთებს“.
„ამას ვერავინ აკეთებს ისე კარგად, როგორც კარგი, ძველი, ამერიკის შეერთებული შტატები“, – წერს ტრამპი.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ-სთვის ცნობილია ირანის სულიერი ლიდერის ადგილმდებარეობა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. სულიერი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდ არის – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება“, – წერს ტრამპი.
თარგმანი: პირველი არხი