რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ამ კვირაში არ არის დაგეგმილი შეხვედრები. ამის შესახებ Associated Press (AP) 25 სექტემბერს ტრამპის კამპანიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ, თავად დონალდ ტრამპმა ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაგეგმილი იყო თუ არა ეს, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, შესაძლებელია". ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის "გამარჯვების გეგმას" შეერთებულ შტატებში ჯერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, შემდეგ კონგრესის წევრებს და აშშ-ს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს: კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს წარუდგენს.
წინა დღით, Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმაში" უკრაინის კონფლიქტში გარღვევის პერსპექტივას ვერ ხედავენ და მას "სურვილების სია" უწოდეს.