დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მე რომ არა, ახლა, ზუსტად ახლა, ექვსი ომი იქნებოდა. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლა იქნებოდა“, – თქვა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაილანდი და კამბოჯა მისმა ჩარევამ და ვაჭრობის მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე მუქარამ ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანა.

ტრამპმა მაგალითად ასევე მოიყვანა სერბეთი და კოსოვო, ასევე რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა დანარჩენ ორ ომში რომელ ქვეყნებს გულისხმობდა არ უთქვამს.

თარგმანი: პირველი არხი