აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების" განსახილველად ხვალ, 27 ივლისს, შოტლანდიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
"დონალდ ტრამპთან კარგი სატელეფონო საუბრის შემდეგ შევთანხმდით, რომ კვირას შოტლანდიაში შევხვდეთ, რათა განვიხილოთ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები და თუ როგორ შეგვიძლია, რომ მათი სიმტკიცე შევინარჩუნოთ". - წერს ფონ დერ ლაიენი.
პარალელურად, გაერთიანებულ სამეფოში გაფრენამდე ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შანსები "50/50-ზეა" და დაამატა, რომ შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან, კირ სტარმერთანაც გეგმავდა.
"ვიტყოდი, რომ 50/50-ზე შანსები გვაქვს, იქნებ ამაზე ნაკლებიც, მაგრამ 50/50-ზე შანსი გვაქვს, რომ EU-სთან შეთანხმებას მივაღწიოთ". - თქვა ტრამპმა.