აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი კონკურენტის, კამალა ჰარისის. ამის შესახებ გაზეთი Hill იტყობინება.
”მე უბრალოდ გადავხედე კამალას სამედიცინო დასკვნას და ეს არც თუ ისე კარგია”, - წერს ტრამპი Truth Social-ზე. მან კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტს აწუხებს სეზონური ალერგია და ჭინჭრის ციება.
ტრამპისს თქმით, საუბარია ძალიან სერიოზულ დაავადებებზე, რომლებიც „აშკარად მოქმედებს ჰარისის შრომისუნარიანობაზე“.
ტრამპმის თქმით, შესაძლოა ეს არის მიზეზი იმისა, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს არ შეუძლია „უპასუხოს უბრალო კითხვებსაც კი“ და აღნიშნა, რომ თავად მას მსგავსი დაავადებები არ აქვს.
ამავდროულად, 78 წლის ტრამპმა განაცხადა, რომ ის "ბევრად ჯანმრთელია", ვიდრე 59 წლის ჰარისი, ჯო ბაიდენი, ასევე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი.