აშშ-ის რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ბოლო შეხვედრა გამართა მხარდამჭერებთან. ტრამპი მიჩიგანის შტატში სიტყვით თითქმის ორი საათის განმავლობაში გამოდიოდა და აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო მონაწილეობაა საპრეზიდენტო არჩევნებში.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა თავისი არაერთი საარჩევნო დაპირება, მათ შორის ისაუბრა არალეგალურ მიგრაციაზე. ტრამპმა ასევე ისაუბრა კამალა ჰარისზეც.
"ის დაბალი აიქიუს მქონე ადამიანია და ჩვენ არ გვჭირდება ასეთი. ჩვენ ასეთი ოთხი წელი გვყავდა. თუ თქვენ ხმას მისცემთ მატყუარა კამალას, გექნებათ კიდევ ოთხი წელი უბედურების, წარუმატებლობის და კატასტროფის, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ვერასდროს გამოვა", – თქვა ტრამპმა.