აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს, რომ "ისრაელი ირანს თავს არ დაესხმება", და ისრაელის თვითმფრინავები უკან გამობრუნდება, ხოლო პილოტები ირანს "თვითმფრინავებით მეგობრულად მიესალმებიან". ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ისრაელი ირანს თავს არ დაესხმება, ყველა თვითმფრინავი შემობრუნდება და სახლში დაბრუნდება და ირანს თვითმფრინავებით მეგობრულად მიესალმებიან. არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია! მადლობა თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.