ტრამპი ტეხასიდან ვაშინგტონში დაბრუნებულმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობას.

დონალდ ტრამპის თქმით, მან უყურა და ვერ იჯერებდა, რომ თავიანთი და/ან სამსახურებრივი მანქანებით გზაზე მოძრავ საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრებს თავზეხელაღებული ადამიანები ქვებს და აგურებს ესროდნენ.

ახალ მანქანებს უზარმაზარი ზიანი მიადგა და ოფიცრებს უჭირთ დაიჯერონ კანონის და წესრიგისადმი ასეთი უპატივცემულობის გამოხატვა. ამიტომ, მე ვუბრძანებ შინაგანი უსაფრთხოების მდივანს, კრისტი ნოემს და სასაზღვრო უსაფრთხოების ხელმძღვანელს, ტომ ჰომანს, რომ საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის, შინაგანი უსაფრთხოების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომელს, რომლებიც ქვების, აგურების ან სხვა სახის თავდასხმის მსხვერპლნი გახდებიან, დაავალონ თავიანთი მანქანების გაჩერება და ყველა საჭირო საშუალებით ამ საზიზღარი ხალხის დაკავება. ვაძლევ სრულ უფლებამოსილებას, დაიცვან თავი, ისევე როგორც ისინი იცავენ საზოგადოებას. აღარასდროს უნდა ვიხილოთ თავდასხმა სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრის გადამყვან მანქანაზე. თავდამსხმელების დაკავების და დაპატიმრების ბრძანება დაუყოვნებლივ გაიცემა, - წერს ტრამპი.


ფედერალურმა ხელისუფლებამ კალიფორნიის კანაბისის მომყვან ფერმებში ჩაატარა რეიდები. საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრების გზაზე გადაადგილების დროს მათ მანქანებზე ქვებით და აგურებით თავდასხმა მოხდა. ამ ფაქტის შესახებ კადრების ხილვას პრეზიდენტის აღშფოთება და პოსტი მოჰყვა.