ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩვენ ახლახან შევიტყვეთ, რომ კანადამ, რომელთანაც ვაჭრობა ძალიან რთულია, მათ შორის იმ ფაქტის გამო, რომ ისინი წლების განმავლობაში ჩვენს ფერმერებს რძის პროდუქტებზე 400%-მდე საბაჟო გადასახადს აკისრებდნენ, ახლახან გამოაცხადა ციფრული მომსახურების გადასახადი ჩვენს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რაც პირდაპირი და აშკარა თავდასხმაა ჩვენს ქვეყანაზე. ისინი აშკარად ჰბაძავენ ევროკავშირს, რომელმაც იგივე გააკეთა და ამჟამად ჩვენთანაც განიხილავს ამას. ამ აღმაშფოთებელი გადასახადიდან გამომდინარე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვწყვეტთ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას. ჩვენ ვაცნობებთ კანადას იმ ტარიფის შესახებ, რომელსაც ისინი გადაიხდიან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბიზნესის კეთებისთვის მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის!“ - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.