კრემლის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს.

„საუბარი მზადდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 მაისს, ვაშინგტონის დროით 10:00 საათისთვის ის ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, რათა დაასრულოს სისხლისღვრა უკრაინის ომში. მისივე თქმით, ამის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გაესაუბრება.