რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაიწყოს შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებზე კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის საპასუხოდ.
„ამ წუთიდან „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ უნდა შეიძინოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი“... შესაძლებელი და აუცილებელია, ჯერ კიდევ უკრაინული მიწებისკენ წასვლა. ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, კიევში და მის ფარგლებს გარეთ“, - წერს მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე.
მედვედევმა მანამდეც არაერთხელ მიანიშნა ღიად კრემლის სურვილზე, ხელში ჩაიგდოს დიდი უკრაინული ქალაქები. გასული წლის ბოლოს მან კიევს, ოდესას, ხარკოვს, დნეპრს და ნიკოლაევს "დროებით ოკუპირებული რუსული ქალაქები" უწოდა.