დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელმა, რომელიც კატარიდან მოქმედებდა, ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე სამხედრო შეტევების დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, რაც ბრიტანულმა საბრძოლო თვითმფრინავმა დრონი გაანადგურა.

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა Typhoon-ების ესკადრილია კატარში წლის დასაწყისში, რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე განალაგა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალები რეგიონში მხოლოდ საკუთარი პერსონალისა და ინტერესების დასაცავად არიან და შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ იღებენ.