რუსეთი და ჩინეთი ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებს აკრიტიკებენ და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას უწოდებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა და ვან იმ დაგმეს, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული მასობრივი სამხედრო დარტყმები, რომლებიც განხორციელდა თეირანის მხრიდან დიალოგისთვის გახსნილობის მიუხედავად.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი კოორდინაციას გაუწევენ ქმედებებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და სხვა ორგანოებში. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ მოსკოვი და პეკინი.