გუშინ, დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქალაქში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა.

გასულ შაბათს ისრაელზე „ჰამასის" მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ყურადღება მთლიანად მოკლულ და მძევლად აყვანილ ისრაელელებზე იყო გადატანილი, მაგრამ ებრაული სახელმწიფოს რეაქციამ და ღაზას სექტორში არსებულმა ვითარებამ ქუჩებში პალესტინელების ბევრი მხარდამჭერი გამოიყვანა, - წერს ფრანგული პორტალი leparisien.

შაბათს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, რესპუბლიკის მოედანზე, მიუხედავად აკრძალვისა, კვლავ გაიმართა პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია. leparisien-ის ცნობით, პოლიციამ 19 კაცი დააპატიმრა, 752 დააჯარიმა, დემონსტრაცია კი დაშალა.

„ის, რასაც თქვენ თავდაცვას ეძახით, სინამდვილეში არის გენოციდი“, „დაასრულეთ აპარტეიდი“, „ბოიკოტი ისრაელს“, „გადაარჩინე ღაზის ბავშვები“ - ასეთი ლოზუნგები  ჰქონდათ პლაკატებზე დემონსტრანტებს ჟენევაში. 

ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ლონდონში. პოლიციამ მათ შეკრების და მსვლელობის ნება დართო, მაგრამ გააფრთხილა ისინი, რომ დააპატიმრებდნენ ნებისმიერს, ვინც შეეცდებოდა „ჰამასისადმი" მხარდაჭერა გამოეცხადებინა. დემონსტრაციები გაიმართა აგრეთვე მანჩესტერსა და ედინბურგში. 


ათასამდე კაცმა მიიღო მონაწილეობა დანიის დედაქალაქში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაში. leparisien-ის ცნობით,  Voxmeter-ის ჩატარებული და  სააგენტო Ritzau-ს მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, დანიელების 20%-ს მიაჩნია, რომ დანიელების 20%-ს მიაჩნია, რომ პალესტინელებს აქვთ უფლება დაიცვან თავი ისრაელისგან, მაგალითად, ისეთი შეტევით, როგორიც „ჰამასის" მიერ გასულ შაბათს განხორციელდა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 41%.


დემონსტრაციაზე, რომელიც პოლიციის საფუძვლიანი მეთვალყურეობით ჩატარდა, მონაწილეებს ჰქონდა პლაკატები წარწერით „გენოციდი ხდება", - წერს  leparisien და დასძენს, რომ ევროპაშიც და მსოფლიოშიც კონფლიქტთან დაკავშირებით  შეხედულება არაერთგვაროვანია.

გვია საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიიდან გოლანის მაღლობისკენ რაკეტების გაშვებიდან მცირე ხანში ისრაელმა ალეპოს აეროდრომი დაბომბა.

სირიის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს აეროდრომის დაბობვა და ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი.

ირანის გაეროს მისია იმეორებს თავის გაფრთხილებას, რომ კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის შეიძლება გაფართოვდეს, თუ ისრაელი გაააგრძელებს ღაზას სექტორზე თავდასხმას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი" ღაზას სექტორის მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა გავრცელებული ხმები და განაცხადა, რომ ისრაელის მხარდასაჭერად კიდევ ერთ ავიამზიდს, „დუაიტ ეიზენჰაურს" გზავნის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. 


„ნიუ-იორკ ტაიმსი" ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდობით წერს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. მიზანი  ღაზას სექტორის მაკონტროლებელი „ჰამასის" უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების, პირველ პიგში კი იაჰი სინვარის განადგურებაა.

„ის მოსიარულე გვამია", - ამბობს ცახალის პრესსპიკერი, პოდპოლკოვნიკი რიჩარს ჰეხტი.