ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
პუტინმა უკრაინაში 36 საათით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გამოსცა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პატრიარქის, კირილის მოწოდება "საშობაო ზავისკენ".
"და ვის სთავაზობენ ისინი ამ ზავს? საკმაოდ მარტივი გამოსავალი არსებობს: აიღეთ ჩემოდნები, წაიღეთ თქვენი ნაგავი და წადით რუსეთში. ჩვენ არ ვაპირებთ მათთან რაიმე ზავზე მოლაპარაკებას. ამას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს." - აცხადებს დანილოვი.