დანიის თავდაცვის მინისტრის, იაკობ ელემან-იენსენის განცხადებით, უკრაინას F-16-ების გამოყენებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს.
"უკრაინას შეეძლება მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს, მტრის ქვეყნიდან განდევნის მიზნით. პირობა ასეთია, ეს ეხება არა მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავებს, არამედ ტანკებსაც", - ამბობს დანიის თავდაცვის მინისტრი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ნიდერლანდების შემდეგ დანიაც გადასცემს.
შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერმინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზელენსკი დანიაში გუშინ, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა.